Tuesday, July 3, 2018

მესამე დღის რეფლექსია

დღეს შევარჩიეთ პროექტის სტანდარტები და მიზნები, მოვარგეთ ჩვენს გეგმებს და დავსახეთ ზუსტი მიზნები, ეს დამეხმარება მეტად დავხვეწო და სრულყოფილი გავხადო ჩემი ნამუშევარი, განვიხილეთ და დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები, ვფიქრობ ჩემ მიერ დაწერილ კითხვებს მომავალში შევცვლი :) 

დღევანდელი ჩემი კითხვები კი ასე გამოიყურება:
ზოგადი კითხვა
რამ შეცვალა სამყარო?

თემატური კითხვები

რა მოხდებოდა რობოტული ტექნიკა რომ არ არსებობდეს?
რა დადებითი და უარყოფითი გავლენა აქვს რობოტულ ტექნიკას ადამიანზე?
რა პროგრესი განიცადა რობოტულმა ტექნიკამ?
შინაარსობრივი კითხვები

რა სურდა გიას? დათოს?
მიღწევადია დათოს სურვილი?
როგორ გადაჭრეს ბიჭებმა პრობლემა?

No comments:

Post a Comment