ჩემთვის მეცხრე დღე ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო, წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთი. უამრავი საინტერესო რამ გავიგე. ყველა მონაწილის პროექტი განსხვავებული და საინტერესო იყო.
ზოგადად ტრენინგზე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტრენინგი იყო რაც კი გამივლია ( საკმაოდ ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი) უნდა აღვნიშნო ტრენერის დამოკიდებულება მონაწილეების მიმართ, უზომოდ ყურადღებიანი და მეგობრული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ასეთი დამოკიდებულებისათვის.
Tuesday, July 17, 2018
Saturday, July 14, 2018
მერვე დღის რეფლექსია
დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით.
ვიუერში გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. ვისაუბრეთ პროექტის გეგმის შაბლონის დახვეწაზე, გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს, რომელიც ვიცოდი და კარგად ვიყენებ. ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგზე და დრაივზე.
Thursday, July 12, 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
რა თქმა უნდა, დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლერსიით, შემდეგ დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსწავლის ნამუშევრები და განვიხილეთ. განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება და მათი ინტერესების და საჭირიროებების პროდუქტულად გამოყენება პროექტზე მუშაობის პროცესში.
Monday, July 9, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე დავიწყეთ წინა სესიის გახსენებით, შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრების პრეზენტაცია. საფუძვლიანად განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და დავიწყეთ მუშაობა შეფასების რუბრიკის შექმნაზე, რომლითაც შევამოწმებ ჩემი მოსწავლეები შედეგებს და პროგრესს. შემდეგ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ბოლოს, გუგლი დრაივზე ავტვირთე მოსწავლის პრეზენტაცია.
მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში
მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში
Saturday, July 7, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
დღე დავიწყეთ აქტივობით "დაწყვილდი და გაუზიარე", წყვილებში განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და გავუკეთეთ კომენტარი. ამის შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელიც ჩემთვის ახალი არ იყო :) ვიმუშავეთ ინფორმაციის მოძიებასა და საავტორო უფლებების დაცვით შენახვაზე. ბოლოს გავეცანით მოსწავლეების ნიმუშებს.
Thursday, July 5, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც გამოგვადგება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები და დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი როდის რას გამოვიყენებ. ასევე გავიხსენეთ ფოვერფოინთში მუშაობა, რათა ჩვენი მომავალი თემები გავხადოთ მრავალფეროვანი.
Tuesday, July 3, 2018
მესამე დღის რეფლექსია
დღეს შევარჩიეთ პროექტის სტანდარტები და მიზნები, მოვარგეთ ჩვენს გეგმებს და დავსახეთ ზუსტი მიზნები, ეს დამეხმარება მეტად დავხვეწო და სრულყოფილი გავხადო ჩემი ნამუშევარი, განვიხილეთ და დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვფიქრობ ჩემ მიერ დაწერილ კითხვებს მომავალში შევცვლი :)
დღევანდელი ჩემი კითხვები კი ასე გამოიყურება:
ზოგადი კითხვა
|
რამ შეცვალა სამყარო?
|
თემატური კითხვები
|
რა მოხდებოდა
რობოტული ტექნიკა რომ არ არსებობდეს?
რა დადებითი და
უარყოფითი გავლენა აქვს რობოტულ ტექნიკას ადამიანზე?
რა პროგრესი
განიცადა რობოტულმა ტექნიკამ?
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
რა სურდა გიას?
დათოს?
მიღწევადია
დათოს სურვილი?
როგორ გადაჭრეს
ბიჭებმა პრობლემა?
|
Saturday, June 30, 2018
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გახსენებვით, შემდეგ ყველა მონაწილემ ერთმანეთს გავუზიარეთ შერჩეული თემების სათაურები და მოკლე შინაარსი. შემდეგ დავიწყეთ ახალ მასალაზე მუშაობა და გავეცანით პუბლიკაციის მომზადების წესს და ვიმუშავეთ ვორდში. სიღრმისეულად განვიხილეთ პროექტის პორტფოლიო, ეს დამეხმარება მომავალი პროექტის სრულყოფილად დაწერაში.
Friday, June 29, 2018
პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღე დაიწყო ტრენინგპროგრამის შინაარსის გაცნობით, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის საკითხები რასაც ტრენინგის მსვლელობის დროს განვიხილავთ და ვისწავლით. დღეს google blogger-ის გამოყენებით პირველად შევქმენი ბლოგი, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ. ეს დამეხმარება ერთად მოვუყარო თავი ჩემ ნამუშევრებს. ველოდები შემდეგ დღეს :) მინდა რომ ახალი ინფორმაციით დატვირთული იყოს.
Subscribe to:
Posts (Atom)